ომარ ხაიამი

ომარ ხაიამი

вторник, 10 июля 2012 г.

პროექტის სახელწოდება: ომარ ხაიამი
პროექტის აღწერა:  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ომარ ხაიამის ცხოვრების შესახებ ინტერნეტის  ან ენციკლოპედიის საშუალებით, თუ რამდენი რობაი დაწერა მან, პირველად ვინ თარგმნა ისინი და როდის გამოჩნდა საქართველოში. რა იყო ხაიამის საქმიანობა.
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებს ომარ ხაიამი იცნობენ როგორც პოეტს და გაიგებენ რომ ის, მატემატიკოსიც არის.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციით შეიტყობენ რომ ის  იყო არა მარტო პოეტი, არამედ მათემატიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი.გაეცნობიან ომარ ხაიამის რობაიებს (რომელიც ქათულად ოთხსტრიქონედს ნიშნავს), რომ ისინი ჩვენამდე მოტანილია ძირითადად ნათარგმნის სახით.  
გეომეტრიაში იგი იკვლევდა პარალელთა თეორიის საკითხებს, რაც ძვ.წ.ა. მეოთხე საუკუნიდან თითქმის მეცხრამეტე საუკუნემდე ერთ–ერთი ურთულესი თავსატეხი პრობლემა იყო, არაევკლიდური გეომეტრია, რომელიც შეჰქმნეს მეცსრამეტე საუკუნის ბოლოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რუსმა მეცნიერმა ლობაჩევსკიმ, უნგრელმა ბოლიამ და გერმანელმა ჰაუსმა, თურმე ზოგიერთი საწყისი დებულება უკვე გვხდება ომარ ხაიამის შრომებში. 
 ალგებრაში ომარ ხაიამი იკვლევდა განტოლებებს, კერძოდ, ეძებდა მესამე ხარისხის განტოლებათა ამოხსნის მეთოდებს,რადგან პირველი და მეორე ხარისხის განტოლებები იმდროინდელი თვალსაზრისით გამოკვლეულად ითვლებოდა. 
არითმეტიკაში ხაიამმა რიცხვთა ფარდობის შედარებისათვის თავისი წესები გამოიყენა, ე.ი. განსაზღვრა, როდისაა ისინი ტოლი ან მეტ–ნაკლები, რა ხდება მათი შეკრება– გამოკლების დროს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, ენციკლოპედია.
საგნებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა.
პროექტის ხელმძღვანელი: თეა ტურაბელიძე.
ელ ფოსტა: teaturabelidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: teatea664.blogspot.com